„ჩვენი მიზანია აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების გაფართოება” – სოხუმი

„ჩვენი მიზანია ს საერთაშორისო აღიარების გაფართოება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში,“ – ამბობს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი
„მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ აფხაზეთი თავიდანვე წარმოადგენს ევრაზიული და პოსტსაბჭოთა სივრცის განუყოფელ ნაწილს. არაფერია შემაშფოთებელი იმაში, რომ ამ ქვეყნების უმეტესობა ჯერ კიდევ არ გვცნობს. ეს ამჟამად ასეა, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ჩვენ კი ვისწრაფვით ამ სახელმწიფოებთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობისკენ,“ – თქვა ბარციცმა რუსულ „Известия“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, “რესპუბლიკა ორიენტირებულია ძალიან კონსტრუქციულ და პარტნიორულ თანამშრომლობაზე იმ ქვეყნებთან, რომლებიც ოდესღაც აფხაზეთთან ერთად შედიოდნენ სსრკ-ის შემადგენლობაში”.
მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთს აქვს დაინტერესება „საერთო სახელმწიფოს“ ფორმატში თანამშრომლობით.
„აუცილებლად ვიქნებით კონტაქტში ამ მიმართულებით პროფილურ თანამდებობის პირებთან და ვიფიქრებთ იმაზე, როგორ დავაახლოოთ პოზიციები,“ — დაამატა ბარციცმა.