ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
იური უშაკოვის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს და მომავალ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
და ჩინეთი მკაცრად გმობენ ისრაელის ქმედებებს, რომლებიც გაერო-ს წესდებას არღვევს. მოსკოვი და პეკინი იმ ფაქტიდან გამომდინარეობენ, რომ სიტუაციის ძალის გამოყენებით მოგვარება შეუძლებელია“, – განაცხადა უშაკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ინფორმაციით, პუტინმა და სი ძინპინმა კანადაში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის შედეგების შესახებაც ისაუბრეს.
„კერძოდ, მათ აღნიშნეს ის ცნობილი ხარვეზები, რომლებიც ამ შეხვედრის მონაწილეებს შორის ურთიერთობებში გამოიკვეთა“, – აღნიშნა უშაკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)