მედიის მხარდასაჭერად ავლაბრის მეტროდან მარეგულირებელი კომისიის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

მედიის მხარდასაჭერად ავლაბრის მეტროდან მარეგულირებელი კომისიის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება ებრძვის თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას და გამოხატვის თავისუფლებას.
აქციაში მონაწილეობენ ჟურნალისტები, ასევე, საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი, წარწერით: „ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას!“.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მსვლელობას მიჰყვება პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო: შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი ხალხის ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, იმისთვის რომ მოგვეცეს წყალობა ღვთის და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას