ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელზე რეზოლუცია მიიღო და მისი უპირობო გათავისუფლება მოითხოვა

ევროპარლამენტმა გუშინდელი დებატების შემდეგ, დღეს, 19 ივნისს, ხმათა უმრავლესობით მიიღო საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მორიგი რეზოლუცია – „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების მოთხოვნით.
პლენარულ სესიას 436 ევროპარლამენტარი ესწრებოდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 324-მა მათგანმა, წინააღმდეგ კი 25 წავიდა. 87-მა თავი შეიკავა ხმის მიცემისაგან.
„ქართული ოცნება“ უკვე სამი წელიწადია, ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციებზე ამბობს, რომ მათ „ჩალის ფასი“ აქვთ და არ ითვალისწინებს.
ამასთან, პარტია ევროპარლამენტის კრიტიკულობას ხსნის „გლობალური ომის პარტიის“ (რასაც მოგვიანებით „დიპ სტეიტი“ უწოდეს) შესახებ შეთქმულების თეორიით.
„დრაკონული კანონები“
რეზოლუცია თავდაპირველად მიმოიხილავს ფაქტობრივ გარემოებებს და წერს, რომ მზია ამაღლობელი, – „ჟურნალისტი და გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი, 2025 წლის 12 იანვარს პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს“.
ამასთან, ამაღლობელს, რეზოლუციის სიტყვებით, „ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პოლიციელთან დაკავშირებული პროვოცირებული ინციდენტისთვის“.
ჩამოთვლილია „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში მიღებული კანონები და ცვლილებები, რომლებსაც „დრაკონულ კანონმდებლობას“ უწოდებს:
· „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA);
· ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში;
· ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში;
· ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში.
ეს ცვლილებები, პარლამენტის შეფასებით, „წარმოადგენს დემოკრატიული უკუსვლის საშიშ დაჩქარებას და „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაში კრიტიკული ხმების გაჩუმებას და პოლიტიკური ოპოზიციის დევნას ისახავს მიზნად“.
„ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, გაანადგურა ქვეყანაში დარჩენილი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები; საზოგადოებრივი ინფორმაციის სივრცე სრულად დომინირებულია პროსამთავრობო მედიის მიერ, რომელიც ავრცელებს რუსული სტილის პროპაგანდას და ანტიევროპულ დეზინფორმაციას“, – წერია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტის შეფასებით, „მზია ამაღლობელის საქმეში ხელისუფლებამ უგულებელყო პროცედურული დაცვის მექანიზმები, მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, – რაც სახალხო დამცველმა გააპროტესტა, და საქმე განსასჯელად მიანდო მოსამართლეს, რომელსაც არ ჰქონდა კვალიფიკაცია სისხლის სამართლის სფეროში“.
„იგი ისჯება კორუფციის გამოვლენისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის“, – მიიჩნევს ევროპარლამენტი.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ
· „მზია ამაღლობელი დაექვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას და 38 დღის განმავლობაში ჰქონდა შიმშილობა გამოცხადებული“;
· „ესტონეთსა და ლიეტუვას [სავიზო] სანქციები აქვთ დაწესებული მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელებისა და მოსამართლეებისათვის“.
„დაუყოვნებლივი გათავისუფლება“
აღწერილობითი ნაწილის შემდეგ, ევროპარლამენტი მიღებულ რეზოლუციაში მოწოდებებზე გადადის. უპირველეს ყოვლისა, რეზოლუცია