ოკუპირებულ აფხაზეთში “უშიშროების საბჭოს” ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს

ოკუპირებული ს ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ხელი მოაწერა “უშიშროების საბჭოს” ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას.
მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნბას გარდა, საბჭოს შემადგენლობაში შედიან
· ბესლან ბიგვავა, “ვიცე-პრეზიდენტი”;
· ადგურ აგრბა, “გენერალური პროკურორი”;
· ვლადიმირ ანუა, “თავდაცვის მინისტრი”;
· ლაშა აშუბა, “პარლამენტის თავმჯდომარე”;
· ოლეგ ბარციცი, “საგარეო საქმეთა მინისტრი”;
· დმიტრი დბარი, “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე”;
· ვლადიმირ დელბა, “პრემიერ-მინისტრი”;
· რობერტ კიუტი, “ვიცე-პრემიერი, “შინაგან საქმეთა მინისტრი”;
· რაულ ლოლუა, “უშიშროების საბჭოს მდივანი”;
· ვლადიმირ სავჩენკო, “შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი”;
· ბესლან ეშბა, “პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი”.
ბრძანებულებას ხელი 16 ივნისს მოეწერა, „პირის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილებების მოსამზადებლად“.
გუნბამ “პრეზიდენტის” პოსტი მიმდინარე წლის 2 აპრილს დაიკავა. 1 მარტს ჩატარებული “ს” მეორე ტურის შემდეგ მან ხმების 54,73% (54 954 ადამიანი) მიიღო.