ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად სამხრეთ ისრაელში საავადმყოფო დაზიანდა

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად სამხრეთ ისრაელში საავადმყოფო დაზიანდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის მეირ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა სამხრეთ ისრაელის ქალაქ ბეერ-შებაში მდებარე სოროკოს საავადმყოფოს მოხვდა.
საავადმყოფოს წარმომადგენლის განცხადებით, თავდასხმის შედეგად შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანული რაკეტები თელ-ავივში, რამათ-განსა და ხოლონშიც ჩამოვარდა, რის შედეგადაც 40-მდე ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას