მედია – ისრაელში, ირანიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის გამო, საჰაერო განგაშის სირენების და აფეთქებების ხმები ისმის

ისრაელის ტერიტორიაზე, ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო, საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, განგაშის სიგნალი ვრცელდება ცენტრალურ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ისრაელში, ასევე იერუსალიმის ტერიტორიაზე.
მშვიდობიან მოსახლეობას მიეცა მითითება, რომ შემდგომ შეტყობინებამდე თავშესაფრებში დარჩნენ.
The Times of Israel-ის ცნობით, ს სამხრეთ ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმის.