ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თეირანში დარტყმების სერიას ახორციელებს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის საჰაერო ძალები ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე დარტყმების სერიას ახორციელებს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, მანამდე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ თეირანის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა ირანიდან გაშვებული დრონი ჩამოაგდეს.
ისრაელის ჩრდილოეთით, ბეით-შეანის რაიონში დრონის გამო საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)