– კუპრაშვილის უწყება სადამსჯელო უწყებად იქცა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც, მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან “ზეწოლის მსხვერპლნი გახდნენ” .
ზურაბიშვილის განცხადებით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს პერსონალური ინფორმაციის დაცვის პრინციპს, წინააღმდეგობაში მოდის როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიული სტანდარტების ძირეულ ღირებულებებთან.
მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიურო სადამსჯელო უწყებად იქცა.
„მხარდაჭერას ვუცხადებ პერსონალური ინფორმაციის დაცვის პრინციპს, რომლის დაცვის პასუხისმგებლობა და მისი ერთგულება განურჩევლად ყველას ვალდებულებაა. ამ ვალდებულების უგულებელყოფას კი კანონი ვერ უნდა ითხოვდეს ვერავისგან.
ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს ამ პრინციპს და ზეწოლას ახდენს მონაცემთა გასაჯაროებაზე შეუთავსებელია სამართლებრივ სახელმწიფოსთან და დემოკრატიულ სტანდარტებთან.
არც ერთი კანონი არ უნდა გამოიყენებოდეს კრიტიკული ხმების ან დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.
სოლიდარობას ვუცხადებ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წინ აღუდგნენ ამ ზეწოლას. იმის ნაცვლად რომ ქვეყანაში კორუფციის არაერთ გახმაურებულ საქმეზე დაიწყოს გამოძიება კუპრაშვილის უწყება სადამსჯელო უწყებად იქცა“,- ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…