დღეს ასობით პოლიტპატიმარი – ოპოზიციონერი ლიდერები, აქტივისტები და არტისტები დაპატიმრებულები არიან წინააღმდეგობისთვის სისტემის მიმართ, რომელიც დემოკრატიას შლის და რუსულ კონტროლს ამყარებს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა განაცხადა.
მისი თქმით, ესწრებოდა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ერთ-ერთ პროცესს და მისი „ქეისი“ პირდაპირი თავდასხმაა პრესის თავისუფლებაზე.
“მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც როგორც პოლიტპატიმარია დაკავებული. მისი დაპატიმრება ცხადად პოლიტიკურია და მოგონილ ბრალდებებზეა დაფუძნებული.
ვიყავი საქართველოში და მის ერთ-ერთ სასამართლო სხდომას დავესწარი. და შემიძლია გითხრათ – მისი ქეისი პირდაპირი თავდასხმაა პრესის თავისუფლებაზე. მზია მოძრაობის სიმბოლოა, რომელიც რეპრესიებისა და დაშინების მიუხედავად აგრძელებს დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.
ის სამიზნეშია ამოღებული, ვინაიდან, ის სიმართლის მხარეს დგას და უარს ამბობს გაჩუმებაზე. დღეს ასობით პოლიტპატიმარი – ოპოზიციონერი ლიდერები, აქტივისტები და არტისტები დაპატიმრებულები არიან წინააღმდეგობისთვის სისტემის, რომელიც დემოკრატიას შლის და რუსულ კონტროლს ამყარებს.
ქართველი ხალხი ზუსტად იმ ღირებულებებისთვის იბრძვის, რომელსაც ეს პარლამენტი წარმოადგენს – თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. მზიამ მხარდაჭერა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს მხარდაჭერას ნიშნავს და ჩვენ აქ მისი და ქართველი ხალხის მხარდაჭერის გაუმჯობესება გვჭირდება”, – განაცხადა შილინგმა.
