„უნდა გავზარდოთ ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“. „ბრიუსელს საქართველოში გადატრიალება სურს“ – ევროპარლამენტში დებატები გაიმართა ამაღლობელის საქმეზე

საქართველოს ხელისუფლება “პირდაპირ აკოპირებს ბელარუსისა და ს მოდელს”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ლიუდას მაჟილისმა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის, კონკრეტულად კი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ სხვადასხვა ჯგუფის მიერ მომზადებული 7 რეზოლუციის პროექტები მოისმინეს.
ვიდრე საქართველოში ინსტიტუციების სრული კოლაფსი მოხდებოდეს, უნდა გავზარდოთ ზეწოლა მათზე, ვინც თანდათანობით ახდენს ძალაუფლების კონსოლიდაციას, – თქვა ლიუდას მაჟილისმა და დასძინა: “უნდა შევთანხმდეთ პერსონალურ სანქციებზე”.
“გარეშე მტრების იდეა ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთი საყვარელი თემაა”, – განაცხადა შემდეგმა გამომსვლელმა, ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა. “ეს ბავშვური ზღაპრებია “დიპ სტეიტზე”, რომლებსაც საქართველოში ჰყვებიან”, – თქვა მან და დასძინა, რომ ავტორიტარული რეჟიმის ამ ნარატივის საპირწონედ აუცილებელია, რომ ქვეყანაში ნამდვილი მედია არსებობდეს, არსებობდნენ მზია ამაღლობელის მსგავსი პროფესიონალი ჟურნალისტები.
განსხვავებული იყო ევროპარლამენტარ ტიერი მარიანის გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ მედიის თავისუფლება არ ამართლებს ყველა ტიპის ქმედებას და ვერც გარედან ჩარევის ალიბიდ გამოდგება. “მზია ამაღლობელს ასამართლებენ, რადგან მან პოლიციელს ჩაარტყა”, – თქვა მან და დასძინა: “ევროკავშირი შეპყრობილია საქართველოთი. ბრიუსელს სურს საქართველოში მთავრობის გადატრიალება და ამისათვის ყველანაირ საბაბს იყენებენ”. ქართველებს არ სჭირდებათ, რომ მათ საქმეში ვინმე ჩაერიოს, იქნება ეს მოსკოვი თუ ბრიუსელი”, – განაცხადა ტიერი მარიანიმ.
საბოლოო რეზოლუციას ევროპარლამენტი კენჭს 19 ივნისს უყრის.
მზია ამაღლობელი უკვე 149 დღეა, პატიმრობაშია. მის გათავისუფლებას ითხოვს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ასევე – ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნების არაერთი მთავრობა.
მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდება აქვს წარდგენილი, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
18 ივნისს ევროპარლამენტარებმა ევროპარლამენტში საქართველოში დაკავებულთა მხარდასაჭერად გამართეს პერფორმანსი. მათ ხელში ეჭირათ წარწერა: „შეწყდეს პოლიტიკური დევნა საქართველოში“ და პატიმრობაში მყოფი ადამიანების ფოტოები. ფოტოებზე იყვნენ მზია ამაღლობელი (ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი); , , ზურა ჯაფარიძე („ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დაკავებულები), ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტი (რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული) და მათე დევიძე (პროევროპულ აქციაზე დაკავებული).
ფორუმი