ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული საქართველო ჩემთვის ციხეა, – ახობაძის წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარმა გიორგი ახობაძემ გუშინ, 17 ივნისს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილი გამოგზავნა, სადაც საქართველოს დღევანდელ ვითარებაზე საუბრობს.
მისი თქმით, დრევანდელი ხელისუფლების არჩევნების სგზით შეცვლა შეუძლებელია და მთავარი იარაღი წინააღმდეგობაა.
“ამ მოცემულობაში, ბიძინას არჩევნებით გაწევის შანსი არის -0. არჩევნებზე ცალკე დავწერ, ამაზე სხვა პოსტშიც მიწერია, მაგრამ აქაც განვავრცობ, ოღონდ მოგვიანებით. ჯერ აქ გამომყევით. სწორი გზა არის წინააღმდეგობა (!!!). წინააღმდეგობას დავყოფდი სამ ნაწილად.
1. პოლიტიკური (ალტერნატივა და საგარეო ფრონტი)
2. საინფორმაციო ( ინფ. გავრცელება და ანტიპროპგანდა
3. ფიზიკური ( აქციები, მარშები,ობსტრუქცია, ძალაზე ძალის დახვედრება ძალადობის გარეშე).
ვეცდები სამივე თემაზე დავწერო მოკლედ.
პოლიტიკური: 4 კოალიცია + ფედერალისტები (ამ პარტიის გარეშე მე ერთობას და კოალიციურ მმართველობას ვერ მოვიწონებ. უარმაზარი რესურსი აქვთ ტვინებში).
თითო კოალიცია/პარტიამ გამოყოს 10-10 წევრი, ეს ხალხი დაჯდეს ერთად და აჩვენოს ხალხს, ვინ არიან ის პოლიტიკოსები, ვინც მანდატს ითხოვენ სამომავლოდ. დადონ მაგიდაზე საკითხები, რაზეც თანხმდებიან და ამაზე ელაპარაკონ ხალხს. ამას გარდა სანქცირებებზე უნდა მეტად იაქტიურონ. თუ პირველ პირობას შეასრულებენ და ერთ “ხმაში” ილაპარაკებენ ეს ფრონტი გაცილებით ეფექტური გახდება…
საინფორმაციო – აქ შედის როგორც პროფესიონალური მედია, ასევე დიდი წვდომის მქონე სოც. ქსელების ანგარიშების მქონე ხალხი და ბოლოს თითოეული მოქალაქეც…
… ფიზიკური წინააღმდეგობა – ესაა ერთადერთი სწორი გზა შიდა ბრძოლისთვის და ამ თემაზე ბევრი მაქვს სათქმელი და გთხოვთ თუ აქამდე მომყევით ტექსტში, კიდე დამითმეთ დრო. იმედია ამ ძალიან დიდ და კომპლექსურ თემას შევძლებ და ტექსტად დავწერ. სრული ბოიკოტი , სრული დაუმორჩილებლობა ანუ ფიზიკური წინააღმდეგობა მოითხოვს ძალების სრულ კონსოლიდაციას და ზუსტად ამიტომ იყო საჭირო თვეების წინ სიცხადე მუნიციპალური არჩევნების შესახებ. არანაირი შემოგდებული თემა ეს არ იყო და არ არის. ეს არის და იყო სწორი და აუცილებელი ათვლის და შეთანხმების წერტილი ფიზიკური წინააღმდეგობისთვის. ლეღვის ფოთლების ცვენა ამ პროცესს დაანგრევს და დანგრევისთვის განწირულ პროცესში შესვლა ისეთივე შეცდომაა, როგორიც “მუნიციპალურ არჩევნებში” ქოცებზე შეყოლა. გასაგებია ამ საკითხში სიცხადე რისთვის იყო და არის საჭირო?!!!”, – წერს გიორგი ახობაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

ექიმი გიორგი ახობაძე 8 დეკემბრის ღამეს, აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. ბრალდებულია 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გიორგი ახობაძე ამბობს, რომ დაკავების მომენტში იგრძნო, როგორ ჩაუცურეს ჯიბეში რაღაც – ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„თავისუფლების მოედანი“ – არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია – ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ