ევროპარლამენტარებმა მზია ამაღლობელის, აქციების დროს დაკავებული პირებისა და ასევე, დაკავებული პოლიტიკოსების მხარდამჭერი პერფორმანსი მოაწყვეს

ევროპარლამენტში, ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოში, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულების, ასევე დაკავებული პოლიტიკოსების მხარდასაჭერად პერფორმანსი მოაწყვეს.
საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილ დეპუტატებს ხელში უჭირავთ ბანერები, სადაც პატიმრების ფოტოებია დატანილი. კერძოდ, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულებს: „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, მათე დევიძეს, ს, მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჯაფარიძესა და ს.
ბანერებით ისინი ასევე ითხოვენ: „შეწყდეს პოლიტიკური დევნა საქართველოში”.
პერფორმანსის ამსახველ ფოტოებს „ევროსკოპი“ ავრცელებს.
ცნობისთვის, დღეს, ევროპარლამენტში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტარები იმსჯელებენ თემაზე: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“. ამასთან, ხვალ ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან რეზოლუციას: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა