ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გუო ჯიაკუნის განცხადებით, ირანიდან უსაფრთხო ზონაში ჩინეთის 800-მდე მოქალაქე გადაიყვანეს, 1000-ზე მეტი ადამიანი კი ევაკუაციის პროცესშია, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ამ დროისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანში ჩინეთის საელჩოებისა და საკონსულოების ორგანიზებითა და კოორდინაციით, ასევე მეზობელი ქვეყნების აქტიური მხარდაჭერით, ირანიდან უსაფრთხო ზონაში ჩინეთის 791 მოქალაქე გადაიყვანეს, ხოლო ათასზე მეტი ამჟამად ევაკუაციის პროცესშია“, – განაცხადა პრესსპიკერმა.
მისი თქმით, მეზობელი ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი და თურქმენეთი, ჩინეთის მოქალაქეებს სასაზღვრო გადასასვლელებზე დახმარებას უწევენ და ჩინეთში დაბრუნებაში ხელს უწყობენ.
