რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ისრაელის სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ ირანს საკუთარი თავის დაცვის ბუნებრივი უფლება აქვს

ისრაელის სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ ირანს საკუთარი თავის დაცვის ბუნებრივი უფლება აქვს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„სრულიად ბუნებრივი, ლეგიტიმური და კანონიერია, რომ ირანმა ს ბანდიტიზმისა და სახელმწიფო ტერორიზმისგან თავი დაიცვას. ირანის წინააღმდეგ ისრაელის ტერორისტულ თავდასხმებს ყურადღებით ვაკვირდებით. ამ თავდასხმების თურქეთზე პოტენციური გავლენის გამო ჩვენი ყველა ინსტიტუტი მზადყოფნაშია“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
მისი თქმით, ყველაფერს აკეთებს, რომ „ღაზას, სირიის, ლიბანის, იემენისა და ირანის წინააღმდეგ არაადამიანური აგრესია შეაჩეროს“.
„ნეთანიაჰუმ ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულების ჩადენის მხრივ დიდი ხანია გადაასწრო. ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი მსგავსი არ იქნება. მშვიდობიანი მოქალაქეების, ჩვილებისა და ბავშვების სისხლში ხელები გასვრილი არა მხოლოდ ისრაელის მხარდამჭერებს აქვთ, არამედ მათაც, ვინც დუმს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ