რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – აშშ-ის მხრიდან ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის რადიკალურად დესტაბილიზაციას გამოიწვევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, -ის მიერ სთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევამ, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის რადიკალურად დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, – ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
რიაბკოვის თქმით, შეერთებული შტატები მუდმივად ყველა პროცესის წინა ხაზზეა და იმის თქმა, რომ ისინი ადრე არ ერეოდნენ, მაგრამ ახლა ერევიან, არასწორია.
„სხვა საკითხია, თუ როგორ უყურებენ ისინი ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევასთან დაკავშირებულ სიტუაციას. ვაშინგტონს ვაფრთხილებთ ასეთ, თუნდაც სპეკულაციურ, თეორიული ვარიანტებთან დაკავშირებით: ეს მთელი სიტუაციისთვის რადიკალურად დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯი იქნება, – ხაზგასმით აღნიშნა რიაბკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გიორგი ბაჩიაშვილი ამტკიცებს თავის უდანაშაულობას, რასაც ამტკიცებს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ფაქტებითა და უტყუარი მტკიცებულებებით – საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არანაირი დანაშაული არ დასტურდება