“ეგზიტპოლებს ჩამოჩოთქამენ” მდინარაძე დათვლის, წილოსანი გააპრავებს სანამ მისი გონება გაწვდება. ლაშხი მასონებს და ილუმინატებს მოიგერიებს, შათირიშვილი დიფსთეითს დაცხებს…” – გიორგი ფოფხაძე

“ეგზიტპოლებს ჩამოჩოთქამენ” მდინარაძე დათვლის, წილოსანი გააპრავებს სანამ მისი გონება გაწვდება. ლაშხი მასონებს და ილუმინატებს მოიგერიებს, შათირიშვილი დიფსთეითს დაცხებს…” – გიორგი ფოფხაძე
ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ადგილობრივ არჩევნებს ეუთო-ოდირი არ დააკვირდება, სარკაზმით ეხმაურება:
,,იმეე ასე არ ჯობიაა? რა ჯანდაბათ გვინდა საერთაშორისო დამკვირვებლები, ეუთო, ოდირის და ათასი ჯურის “სასტავის” ჩვენ “შინოურ საქმეში” ცხვირის ჩაყოფა.
აწი ჩაატარებს არჩევნებს, , ტელე-ჯვიმედი” და მედიამაგნატი ვიტიეს ტელეუბორნია “ეგზიტპოლებს ჩამოჩოთქამენ” მდინარაძე დათვლის, წილოსანი გააპრავებს სანამ მისი გონება გაწვდება. ლაშხი მასონებს და ილუმინატებს მოიგერიებს, შათირიშვილი დიფსთეითს დაცხებს კინკრუხოში, ოპოზიცია იჯღორინებს რო გაყალბდა და არ ცნობს “ქოცების მიერ ჩატარებულ საარჩევნო მასკარადს”, (ს დღემდე ცნობენ იასნია), ევროპელები შეშფოთდებიან, მარგარიტა სიმონიანი ქოცებს მოულოცავს, დუგინი “დალოცავს” დიფსთეითთან მებრძოლ ქართულ გენს,
ქოცმპოსტავები სიხარულის ბუქნას დაუვლიან, ზმუილით დაწყებლიან ყველას, ყველაფერს და “პოსტვის 30 ლარს” ” სუფთა სინდისით” ჩაიდებენ ჯიბეში,, ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვარდება და ერთი ორი კვირა იმიტინგებს, ჩვენ ფეისბუკში ვივიშვიშებთ გულის მოსაოხებლად, “მისი უმდიდრესობა” ნეტარებისგან თვალებს მოჭუტავს და ჭორვილაში დაწყნარებული გულით გადაფრინდება, ეცოდინება რა რომ, ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, ყველაფერი ჯიგრულადაა და ამ ოპოზიციის ხელში “იგრეა როგოი ლურსმანი პოლში” (არა ყანყალებს) ..
ბოლო სერიაში კი ევროპავშირის უვიზო მიმოსვლასაც გაგვიუქმებენ და ვიქნებით ასე “გაბრწყინებულნი” და “დალოცვილნი” როგორც ძუძუს გოჭები საჩეხეში…
ხო და ვაი ჩვენს პატრონს ჩემი კაი..“