წინასწარ იყო დაგეგმილი არჩევნების ლეგიტიმაციის ყალბი კამპანია და ოპოზიცია დღემდე არის ამ ჩაკეტილ წრეში ჩარჩენილი, თუ დააღწევენ თავს ამ ჩაკეტილ წრეს, უკეთესია ოპოზიციისთვის, თუმცა, მგონია, რომ ამ წრეში დარჩებიან
წინასწარ იყო დაგეგმილი არჩევნების ლეგიტიმაციის ყალბი კამპანია და ოპოზიცია დღემდე არის ამ ჩაკეტილ წრეში ჩარჩენილი, თუ დააღწევენ თავს ამ ჩაკეტილ წრეს, უკეთესია ოპოზიციისთვის, თუმცა, მგონია, რომ ამ წრეში დარჩებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ არავითარი საბაბი არ დატოვა იმისათვის, რომ ვინმეს ესაუბრა საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე.
„ყველა ხედავდა, რა ხდებოდა საპარლამენტო არჩევნების დროს. საბაბიც კი არ დავტოვეთ არავითარი, იმისათვის, რომ ვინმეს ესაუბრა საპარლამენტო არჩევნების არათუ გაყალბებაზე, არამედ, რაიმე სერიოზულ დარღვევაზე. ყველა აღიარებს, რომ დაახლოებით 2 მლნ 200 ათასი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებზე. ხმის მიცემა ხდებოდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და ღილაკზე თითის დაჭერით იბეჭდებოდა ოქმები. აქ სად შეიძლებოდა მომხდარიყო რაიმე მანიპულაცია? მინიშნების დონეზეც კი ვერაფერს ამბობენ ამასთან დაკავშირებით, თუმცა, წინასწარ იყო დაგეგმილი არჩევნების ლეგიტიმაციის ყალბი კამპანია და დღემდე არიან ამ ჩაკეტილ წრეში ჩარჩენილები. თუ დააღწევენ თავს ამ ჩაკეტილ წრეს, უკეთესია ოპოზიციისთვის, თუმცა, მგონია, რომ ამ წრეში დარჩებიან“, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: ჩვენ მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს – ირაკლი კობახიძე
