ისრაელში პირველი სარეპატრიაციო ავიარეისი შესრულდა

თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში პირველი თვითმფრინავი დაეშვა, რომელმაც ქვეყნის დახურული საჰაერო სივრცის გამო საზღვარგარეთ ჩარჩენილი ისრაელელები სამშობლოში დააბრუნა, – ინფორმაციას BBC-ი ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ოპერაცია „უსაფრთხო დაბრუნების“ ფარგლებში, ბენ-გურიონის აეროპორტში პირველი რეისი დაეშვა“, – განაცხადა ტრანსპორტის სამინისტრომ „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნებულ პოსტში.
უწყების ცნობით, ისრაელის ავიაკომპანია El Al-ის მიერ განხორციელებული ავიარეისით კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში მყოფი ისრაელის მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო სივრცის დახურვის გამო სამშობლოში დაბრუნებას 100 000-დან 150 000-მდე ისრაელელი ვერ ახერხებს.
ტრანსპორტის მინისტრი მირივ რეგევი აცხადებს, რომ მათი მიზანია ყველა ისრაელელის რეპატრიაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს