NATO: ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია

NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან აცხადებს, რომ საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ ს ტერიტორიაზე სთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ალიანსი აფიქსირებს, რომ NATO საქართველოს გვერდით დგას.
„საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO ჩვენს ახლო პარტნიორს საქართველოს სოლიდარობას უცხადებს,“ – განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი ამის შესახებ ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.