ევროსკოპი: დღეს ევროპარლამენტში ოცნების მიმართ კრიტიკულ რეზოლუციაზე დებატები გაიმართება

დღეს ევროპარლამენტში ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულ რეზოლუციაზე დებატები გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ევროსკოპი ავრცელებს.
მათი ცნობით, 8-პუნქტიანი რეზოლუციის დრაფში არაერთ პრობლემურ საკითხზე მახვილდება ყურადღება.
კერძოდ, ევროპარლამენტარები ქართული ოცნებისგან მოითხოვენ მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ისინი ასევე მკაცრად გმობენ, ივანიშვილის მთავრობის მხრიდან სისტემურ თავდასხმებზე მედიის, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.
“ერთ ერთ პუნქტში წერია: „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ჟურნალისტების მიმართ საქართველოში განხორციელებული თვითნებური დაკავებების, ძალადობისა და შევიწროების ფაქტების გამო, მათ შორის დისკრედიტაციის კამპანიების, სამართლებრივი დევნის, ძალადობისა და დაკავებისას გენდერზე დაფუძნებული ძალადობის გამო; მოუწოდებს ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიებები და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება”, – წერს ევროსკოპი.