ისრაელის თავდაცვის მინისტრი – თეირანს ტორნადომ გადაუარა – ასე ეცემა დიქტატორული რეჟიმები

ასე ეცემა დიქტატორული რეჟიმები, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი X-ზე წერს. „თეირანს ტორნადომ გადაუარა. ძალაუფლების სიმბოლოები იბომბება და იშლება, მათ შორის, მაუწყებლობის ორგანო და ძალიან მალე სხვა სამიზნე ობიექტები, ხოლო მოსახლეობა გარბის. ასე ეცემა დიქტატურები“, – წერს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.
ცნობისთვის, დღეს გამთენიისას, ისრაელმა 50-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავით ირანის ცენტრიფუგებისა და რაკეტების წარმოების ობიექტებზე დარტყმები განახორციელა.
„საჰაერო ძალების 50-ზე მეტმა გამანადგურებელმა, დაზვერვის დეპარტამენტის ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით, ბოლო საათებში თეირანის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელა“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს