ისრაელის თავდაცვის ძალები – ისრაელმა ირანის ცენტრიფუგებისა და რაკეტების წარმოების ობიექტებზე დარტყმები 50-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავით განახორციელა

ისრაელმა ოთხშაბათს, გამთენიისას, ირანის ცენტრიფუგებისა და რაკეტების წარმოების ობიექტებზე დარტყმები 50-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავით განახორციელა, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ს თავდაცვის ძალების განცხადებაშია აღნიშნული.
„საჰაერო ძალების 50-ზე მეტმა გამანადგურებელმა, დაზვერვის დეპარტამენტის ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით, ბოლო საათებში თეირანის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელა“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
მათი ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყო ობიექტები, რომლებსაც როგორც მიწა-მიწის, ასევე მიწა-ჰაერი კლასის რაკეტების წარმოებისთვის იყენებდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამის შესაფერხებლად თეირანში ცენტრიფუგების წარმოების ობიექტს დაარტყეს.
„ირანის რეჟიმი ურანს ამდიდრებს, რომელიც ბირთვული იარაღის შესაქმნელად არის განკუთვნილი“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას