,,ჩემი ფანტაზიორა აფერისტები” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:

,,როგორ ქმნიან ოპოზიციურ ერთობას ჩვენი პარტიები:

ნაცები ახლებს ეძახიან მოღალატეებს, ახლები ნაცებს დრომოჭმულებს, ორივე ერთად გახარიას, ლელოს და გირჩი 36 ეძახიან ქოცებს, შესაბამისად რუსებს, გირჩი 36 საერთოდ ყველას დასცინის, ოთხი პარტია განსაკუთრებით არ აღიარებს საპარლამენტო ს შედეგებს, მაგრამ ამ შედეგების ბარიერგადალახულობას პრესტიჟად მიიჩნევენ, რის გამოც გირჩი 36 ზემოდან უყურებენ, რომელიც ასევე ზემოდან უყურებს სხვებს.

ლელოს დანარჩენი სამი “ბარიერგადალახული” ეძახის ასევე ოლიგარქიულს, ხოლო გახარიას ეძახიან ქოცებზე გაყიდულს, თავის მხრივ გახარია ნაცებს და ნეონაცებს (ახალს) განიხილავს ოცნებასავით მიუღებლად და ნაც-ნიუნაცების პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა. ლელო თავის მხრივ ბოლშევიკებს ეძახის დანარჩენს, ვერ იტანს გახარიას, ისევე როგორც პირიქით.

“დაჭერილების” თანაპარტიელები დასაჭერებს აგინებენ, “დასაჭერები” დაჭერილებს, ოღონდ ცოტა მორიდებულად.

რაც მთავარია, ყველა ამბობს რომ ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს და თითოეული მათგანი ყველა სხვას სთავაზობს ერთობას.

ჩემი ფანტაზიორა აფერისტები”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტყემალაძე – ტაქსების რეფორმა შედგა, მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა უსაფრთხო და კომფორტული სერვისით ისარგებლოს – მნიშვნელოვანი რეფორმაა ზონალური პარკირება და 13 000-მდე საპარკინგე ადგილის შექმნაც