დიდ ბრიტანეთში ბლექპულის კოშკს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ვიზიტორების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე არ სახელდება ხანძრის მიზეზიც.
“ჩვენ გვყავს ექვსი სახანძრო მანქანა, დრონების გუნდი და სამაშველო ჯგუფი, რომლებიც ამჟამად ხანძრის ეპიცენტრში იმყოფებიან. გთხოვთ მოერიდოთ ტერიტორიას. დრონების ჯგუფი მუშაობს, ამიტომ გთხოვთ არ ააფრინოთ თქვენი დრონები ამ ტერიტორიაზე, რადგან შესაძლოა ხელი შეგვიშალოთ საგანგებო ოპერაციებში.” – ნათქვამია სახანძრო სამსახურის განცხადებაში.
