გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული

„ემპოლის“ 20 წლის მცველით, საბა გოგლიჩიძით სერია A-ში დაბრუნებული „სასუოლო“ დაინტერესდა, – იტყობინება Pianetaempoli.
გამოცემა წერს, რომ სერია B-ში დაქვეითებული „ემპოლი“ მოლაპარაკებისთვის მზადაა, თანაც ამ კლუბებს შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო და ქართველის გასხვისებიდან 5-7 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებს. „სასუოლო“ კი გოგლიჩიძის იჯარით აყვანას შემდგომი აუცილებელი გამოსყიდვით შეეცდება. თავის მხრივ „ემპოლიმ“ იცის, რომ საბა კარგი ეკონომიკური აქტივია, არ ჩქარობს, რამეთუ მისი გადაბირების სურვილი სხვა კლუბებსაც აქვთ და მაქსიმალური მოგების მიღება უნდა.
Empolichannel-ის ცნობით, გოგლიჩიძის შეძენის სურვილი ისევ გამოთქვა „რომამ“, დედაქალაქური კლუბი აგრეთვე ტინო ანჯორინის გადაბირებას გეგმავს. შეგახსენებთ, საბას „რომაში“ ტრანსფერი იანვარში თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ჩაიშალა. გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, რომ გოგლიჩიძით აგრეთვე „ფიორენტინა“, „პარმა“ და „ლაციო“ არიან დაინტერესებული.
[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო – გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში