რობერტ ფიცო – სლოვაკეთისთვის ნეიტრალიტეტი სასარგებლო იქნებოდა

სლოვაკეთისთვის ნეიტრალიტეტი სასარგებლო იქნებოდა, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
რობერტ ფიცოს განცხადებით, „მსოფლიო იცვლება“.
„ამ მზარდი შეირაღების უაზრო პერიოდში, როდესაც იარაღის კომპანიები სარგებელს იღებენ, ისევე როგორც ფარმაცევტული კომპანიები კოვიდის დროს, ვიტყოდი, რომ სლოვაკეთისთვის ნეიტრალიტეტი სასარგებლო იქნებოდა“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
მისი თქმით, ნეიტრალიტეტის საკითხი „ოფიციალურ დონეზე უკვე დააყენა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს – ის, რომ ელენე არაფერს ითხოვს, მხოლოდ მისი უპირატესობაა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს დაზიანებამდე