ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში GCCA-ის 2024 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2024 წლის ანგარიში წარადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, მოსმენის დროს სააგენტოს თავმჯდომარემ კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები და მიღებული სტანდარტები, ანტიდემპინგური ღონისძიებები და მიმდინარე პროექტები მიმოიხილა. მისი თქმით, სააგენტო ბაზარზე სამართლიანი კონკურენციისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
„2024 წელს, სააგენტომ 18 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ეს მაჩვენებელი კი 2020–2023 წლებში გაცემული თანხმობების ჯამური რაოდენობის ტოლია. გაერთიანებების უმეტესობა FMCG, მშენებლობისა და წარმოების სექტორებში დაფიქსირდა. GCCA-მ ასევე დაასრულა ორი მნიშვნელოვანი მოკვლევა: ერთში გამოვლინდა არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, მეორეში – ონლაინ სერვისების ბაზარზე რეკომენდაციები გაიცა.
ირაკლი ლექვინაძემ ყურადღება ბაზრების მონიტორინგზეც გაამახვილა. მისი განმარტებით, თხილისა და ლურჯი მოცვის საექსპორტო ბაზრების ანალიზი დასრულდა, მიმდინარე წელს დაიწყო პესტიციდების და აგროქიმიკატების, ასევე კომპიუტერული ტექნიკის რეალიზაციის ბაზრის შეფასებები. კომიტეტზე წარმოდგენილი იქნა საავტომობილო საწვავის და FMCG – ის ბაზრის შუალედური შედეგები. ანტიდემპინგურ ღონისძიებებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ერთი საქმის მორიგებით დასრულება შესაძლებელი გახდა იმპორტიორების მხრიდან სამართლიანი ფასების შეთავაზების შედეგად. პარალელურად, მიმდინარეობს ფოლადის პროდუქციის (დან და ირანიდან) შესაძლო დემპინგური იმპორტის ანალიზი.
მისი თქმით, მომხმარებლის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, მომზადდა ფასების მითითების სახელმძღვანელო და ადაპტირებული მასალები შშმ პირებისთვის. აქტიურად მიმდინარეობს ინფორმირების კამპანია ეთნიკური უმცირესობებისა და რეგიონში მცხოვრები მომხმარებლების მიმართულებით. გაზრდილია მომხმარებლების მხრიდან მომართვიანობა და 2024 წელს 2023 წელთან შედარებით გაორმაგებულია. მომხმარებლებმა კი GCCA-ის ჩართულობით 1 მლნ. ლარზე მეტის სარგებლის მიღება შეძლეს.
საერთაშორისო პარტნიორობასთან დაკავშირებით ლექვინაძემ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკმა და კონკურენციის საერთაშორისო ქსელმა (ICN) GCCA-ის ორი გადაწყვეტილება, მათ შორის ფარმაციის შესახებ საუკეთესოდ შეაფასეს. ასევე, საქართველო 2026–2027 წლებში უხელმძღვანელებს მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელს (ICPEN) და უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას.
საკომიტეტო მოსმენას პარლამენტის წევრები და GCCA-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის