„რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და უშიშროებას, ვაკვირდებით, როგორი მოწოდების სიმაღლეზეა ჩვენი სახელმწიფო“ – ლევან მაჭავარიანი

„ქართული ოცნების“ წევრი, ლევან მაჭავარიანი უშიშროების საბჭოს გაუქმების შესახებ აცხადებს:
„რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და უშიშროებას, ვაკვირდებით, როგორი მოწოდების სიმაღლეზეა ჩვენი სახელმწიფო და შესაბამისი უწყებები. ამ წლების განმავლობაში თავიდან ავირიდეთ 4 თუ 5 რევოლუცია. ასევე, ტერორიზმთან ბრძოლაში მოწინავე ვართ, რაც -ის ერთ-ერთი მსხვილი უწყების დასკვნაშიც ხაზგასმული იყო.
რაც შეეხება უშიშროების საბჭოს გაუქმებას – არაფერი არ უქმდება, უბრალოდ ფუნქციები გადანაწილდება სამთავრობო სტრუქტურებზე, რომლებსაც ეს მიმართულება კონკრეტულად ეხებათ.
ეს ძალიან ჩვეულებრივი და ნორმალური პრეცედენტია, ვინაიდან უშიშროების საბჭო ასე განცალკევებულად საპარლამენტო რესპუბლიკებში, როგორც წესი, არ არსებობს – ეს უფრო საპრეზიდენტო რესპუბლიკებშია დანერგილი პრაქტიკა და ეს გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე იქნა მიღებული.“ (ინტერპრესნიუსი)

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს