“ბიძინა მიმიყვანდა რომელიმე ნახატთან და მიხსნიდა. ვეუბნებოდი, მე ამას ვერასდროს გავიგებ-მეთქი” – გია ხუხაშვილი

პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამბებს იხსენებს.

– 2023 წელს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის იყო, რი­თაც დას­რულ­და წელი – სა­ბედ­ნი­ე­როდ, პო­ზი­ტი­უ­რად და მი­ვი­ღეთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. რო­გორც ჩანს, ევ­რო­კავ­ში­რის­თვის პარტნი­ო­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მათ სწო­რი, ჩვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კი­თხვე­ბი არის, მათ მი­იჩ­ნი­ეს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ­სა­ხუ­რებს, რომ ევ­რო­პის კარი არ ჩა­ი­კე­ტოს. სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა კარ­გია, თუმ­ცა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ჩა­მორ­ჩე­ნა და­ვა­ფიქ­სი­რეთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სწო­რი პო­ლი­ტი­კა რომ გა­ე­ტა­რე­ბი­ნა ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, დღეს, ალ­ბათ, კონ­კრე­ტუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ი­წყე­ბო­და გა­წევ­რე­ბა­ზე, ისე­ვე, რო­გორც ეს მოხ­და უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის შემ­თხვე­ვა­ში. რად­გან კარი ჩა­კე­ტი­ლი არ არის, კვლავ რჩე­ბა შან­სი იმი­სა, რომ ე.წ. ტრი­ოს წა­მო­ვე­წი­ოთ. პირ­და­პირ ვთქვათ, უკ­რა­ი­ნა­ში რომ ომი არ ყო­ფი­ლი­ყო, სტა­ტუსს არ მოგ­ვცემ­დნენ. უნდა გვეს­მო­დეს, რომ სამ­ყა­როს, მო­მა­ვა­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გის ბედი დღეს უკ­რა­ი­ნა­ში წყდე­ბა, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­სი. რთუ­ლი წელი იქ­ნე­ბა და ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი უკ­რა­ი­ნის რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გა­მარ­ჯვე­ბა უნდა იყოს, იმი­ტომ, რომ ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი წინსვლის სა­ფუძ­ვე­ლი, ნე­ბის­მი­ერ სხვა შემ­თხვე­ვა­ში, კვლავ აღ­მოვ­ჩნდე­ბით რუ­სე­თის გავ­ლე­ნის სფე­რო­ში.

“ბიძინა მიმიყვანდა რომელიმე ნახატთან და მიხსნიდა… ვეუბნებოდი, ბოდიში, მაგრამ მე ამას ვერასდროს გავიგებ-მეთქი” – რას იხსენებს ხუხაშვილი?
პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში უმე­ტე­სად პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბით ხვდე­ბა ხოლ­მე, ამ­ჯე­რად კი მას აპო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ და­ვუ­კავ­შირ­დით, თუმ­ცა და­სა­წყი­სის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და წლის მთა­ვა­რი თე­მის შე­ფა­სე­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა და 2023 წლის შე­ჯა­მე­ბა ვთხო­ვეთ.

2023 წელს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის იყო, რი­თაც დას­რულ­და წელი – სა­ბედ­ნი­ე­როდ, პო­ზი­ტი­უ­რად და მი­ვი­ღეთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. რო­გორც ჩანს, ევ­რო­კავ­ში­რის­თვის პარტნი­ო­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მათ სწო­რი, ჩვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კი­თხვე­ბი არის, მათ მი­იჩ­ნი­ეს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ­სა­ხუ­რებს, რომ ევ­რო­პის კარი არ ჩა­ი­კე­ტოს. სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა კარ­გია, თუმ­ცა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ჩა­მორ­ჩე­ნა და­ვა­ფიქ­სი­რეთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სწო­რი პო­ლი­ტი­კა რომ გა­ე­ტა­რე­ბი­ნა ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, დღეს, ალ­ბათ, კონ­კრე­ტუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ი­წყე­ბო­და გა­წევ­რე­ბა­ზე, ისე­ვე, რო­გორც ეს მოხ­და უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის შემ­თხვე­ვა­ში. რად­გან კარი ჩა­კე­ტი­ლი არ არის, კვლავ რჩე­ბა შან­სი იმი­სა, რომ ე.წ. ტრი­ოს წა­მო­ვე­წი­ოთ. პირ­და­პირ ვთქვათ, უკ­რა­ი­ნა­ში რომ ომი არ ყო­ფი­ლი­ყო, სტა­ტუსს არ მოგ­ვცემ­დნენ. უნდა გვეს­მო­დეს, რომ სამ­ყა­როს, მო­მა­ვა­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გის ბედი დღეს უკ­რა­ი­ნა­ში წყდე­ბა, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­სი. რთუ­ლი წელი იქ­ნე­ბა და ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი უკ­რა­ი­ნის რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გა­მარ­ჯვე­ბა უნდა იყოს, იმი­ტომ, რომ ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი წინსვლის სა­ფუძ­ვე­ლი, ნე­ბის­მი­ერ სხვა შემ­თხვე­ვა­ში, კვლავ აღ­მოვ­ჩნდე­ბით რუ­სე­თის გავ­ლე­ნის სფე­რო­ში.

მთა­ვა­რი სა­კი­თხი ეს იყო, და­ნარ­ჩე­ნი რაც ხდე­ბო­და, ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ახა­ლი არ იყო – და­პი­რის­პი­რე­ბა, პო­ლა­რი­ზა­ცია, ურ­თი­ერ­თაგ­რე­სია, ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი ვნა­ხეთ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურ­თან. იმ ზე­იმ­ზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ბევ­რად უფრო მაღ­ლა იდგა, ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა – ის იყო ხალ­ხთან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი – ხალ­ხის ზე­მოთ. რე­ა­ლუ­რად, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის როლი სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის სა­კი­თხში ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტი იყო, მთელ ამ პრო­ცეს­ში ის მთა­ვა­რი ლო­ბის­ტი იყო. არ აჰ­ყვა ემო­ცი­ებს და მა­ინც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის იბ­რძო­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ასე არ ფიქ­რობს და მისი გან­წყო­ბა გა­სა­გე­ბია.

ჩვენ ახლა მხო­ლოდ გრძე­ლი გზის და­სა­წყის­ში ვიმ­ყო­ფე­ბით, ეს გზა კი ძა­ლი­ან მძი­მე იქ­ნე­ბა. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბი უკვე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა არა იმა­ზე, ვინ რა ტრი­უ­კებს ატა­რებს, არა­მედ იმა­ზე, თუ რე­ა­ლუ­რად რამ­დე­ნად მო­ვიყ­ვანთ ქვე­ყა­ნას იმ თა­მა­შის წე­სებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში, რაც ევ­რო­კავ­შირს აქვს. ევ­რო­კავ­ში­რი ჩვენ­თვის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი და თვით­მი­ზა­ნი ხომ არ არის, ჩვენ გვინ­და იმის­თვის, რომ ფა­სე­უ­ლო­ბი­თი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თოთ, ის სი­კე­თე­ე­ბი მო­ვუ­ტა­ნოთ ქვე­ყა­ნას, რაც ევ­რო­კავ­ში­რის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ადა­მი­ანს კი რა უნდა? კე­თილ­დღე­ო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, დიდი იმე­დი და ილუ­ზია არა მაქვს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზნეს შე­იც­ვლის და რე­ა­ლურ რე­ფორ­მებს გა­ა­ტა­რებს, ან ჩვე­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სინ­ქრო­ნი­ზა­ცი­ას მო­ახ­დენს ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კას­თან; ან ნორ­მა­ლურ არ­ჩევ­ნებს ჩა­ა­ტა­რებს ისე, რომ ბო­რო­ტად არ გა­მო­ი­ყე­ნოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სი. ხე­ლოვ­ნე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ხში­რად დავ­დი­ო­დით კი­დეც კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, ოღონდ “წინა ცხოვ­რე­ბა­ში”. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა ძა­ლი­ან გაგ­ვა­ზარ­მა­ცა, რად­გან ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში უკვე ყვე­ლაფ­რის ნახ­ვა შეგ­ვიძ­ლია. ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში სი­ა­რულს გა­და­ვეჩ­ვიე, თით­ქოს ასო­ცი­ა­ლუ­რი გავ­ხდი. მა­გა­ლი­თად, “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის­თვის” გა­და­ცე­მას სახ­ლში ვწერ, ჩარ­თვე­ბიც, ძი­რი­თა­დად, სახ­ლი­დან მაქვს. თა­ვი­სი როლი პან­დე­მი­ა­მაც ითა­მა­შა, მაგ­რამ მხო­ლოდ ეს არაა მი­ზე­ზი, ამ გა­რე­მო­ში უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს. ხში­რად მიწ­ვე­ვენ სხვა­დას­ხვა შეხ­ვედ­რა­ზე, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლად, არ­სად დავ­დი­ვარ; უცხო­ეთ­შიც ბევ­რი მიწ­ვე­ვა მაქვს, მაგ­რამ არ მინ­და, თვითმფრი­ნავ­ში ჩაჯ­დო­მა მე­ზა­რე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი თე­ატ­რში, თუმ­ცა დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან მორ­გე­ბა ჩემი თე­ატ­რა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბით ძა­ლი­ან მი­ჭირს. ძველ სპექ­ტაკ­ლებს ხში­რად ვუ­ყუ­რებ, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს. ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბიც ძვე­ლი უფრო მომ­წონს. შე­იძ­ლე­ბა დავ­ბერ­დი და ამის ბრა­ლია. – ყვება ხუხაშვილი