დიმიტრი პესკოვი – ვერ ხედავს ს სურვილს, კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზაზე გადავიდეს

რუსეთი ირანსა და ისრაელს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყნები კონფლიქტის მშვიდობიანი პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების გზას დაადგნენ, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, რათა შემდგომში, ასე თუ ისე, მშვიდობიანი პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების გზაზე გადავიდნენ“, – განაცხადა პესკოვმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე კომენტარის გაკეთებისას.
მისი მტკიცებით, რუსეთი ახლა ვერ ხედავს ს მხრიდან სურვილს, რომ ირანთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზას დაადგეს.
„თქვენ იცით, რომ რუსულმა მხარემ და, კერძოდ, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი მზად იქნება შუამავლობისთვის. ამ ეტაპზე, ჩვენ ვერ ვხედავთ სურვილს, სულ მცირე ისრაელის მხრიდან, მიიღოს რაიმე შუამავლობა ან მშვიდობიანი მოგვარების გზაზე გადავიდეს“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საბჭო – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ

ალექსანდრე დარახველიძე – გუშინ შსს-მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ მოთხოვნებს – თუ შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად