“მართალია გავიმარჯვე, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი” – უტა აბე

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ქალთა 52 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის გამარჯვებული იაპონელი ძიუდოისტი უტა აბე გახდა, მან მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მეხუთედ მოახერხა.
გამარჯვების ემოციებზე უტამ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
“ოლიმპიადაზე წაგების შემდეგ დიდი დრო გავიდა, ამიტომ ეს ჩემპიონობა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ჩემთვის ამ ტურნირზე მთავარი იყო, რომ ჩემი სტილი შემენარჩუნებინა, ვყოფილიყავი აგრესიული და ვისაც არ უნდა შევხვედროდი, გამარჯვება მომეპოვებინა.
იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან დიორა კელდიოროვა მსოფლიო ჩემპიონატზე არ იყო. იმედი მაქვს, მალე დაბრუნდება და შურს ვიძიებ, მაგრამ მთავარია გამარჯვება მოვიპოვე და ამით ვამაყობ”, – განაცხადა აბემ.
· კახელი შურს იძიებ კი არა ისევ მოგიგეებს P
· ჟორა უტა, იმედი უნდა გაგიცრუო, მე შევხვდი კელდიოროვას და თქვენს მატჩ-რევანშზე შევეკითხე, მან მითხრა, რომ ისეთ მოჭიდავეს, როგორიც უტა აბეა, ის, ცხოვრებაში ერთხელ ეჭიდავება. ასე, რომ არავითარი რევანში არ იქნება.
ბექაურმა და Მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! – დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული…
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა – მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ოლიმპიადის მთავარი სენსაცია – უტა აბე მედლის გარეშე დარჩა, იაპონელის ემოციები მარცხის შემდეგ [VIDEO]