“შეშას ჭრიდა და დაეცა, სიმყარე არ ჰქონდა” | ადგილობრივები ახმეტაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

ახმეტის მუნიციპალიტეტში რკინის კონსტრუქცია, რომელმაც 79 წლის მამაკაცი იმსხვერპლა, ადგილობრივების განცხადებით, მყარად არ იყო დამაგრებული და მას წლების განმავლობაში რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც კაცი საკუთარ ეზოში შეშას ალაგებდა. ცენტრალურ გზაზე განთავსებული ლითონის კონსტრუქცია მოწყდა და პენსიონერს დაეცა. ის ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. მამაკაცის ცხედარი უკვე გადასვენებულია გურჯაანის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
-მ მომხდარზე გამოძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ამასთან, ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები კახეთის სხვადასხვა სოფლებში. სტიქიის გამო ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება თელავს.