ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, მოგეხსენებათ ხვიჩა მოსკოვურ კლუბში 2019 წელს თამაშობდა.
სიომინის თქმით, მან სულის ნაწილი დაკარგა, მას შემდეგ, რაც ხვიჩამ “რკინიგზელების” რიგები დატოვა.
“ჩემთვის ეს ყველაფერი მოულოდნელი და ძალიან, ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. ‘ლოკომოტივმა’ ბევრი ფული დაკარგა, თუ ფინანსურ მხარეზე ვისაუბრებთ, და მე – სულის ნაწილი დავკარგე. ხვიჩა მაშინაც კი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ის ნებისმიერ შემთხვევაში წავიდოდა, მაგრამ ლოკომოტივს აქ კარგი ბიზნესი შეეძლო გაეკეთებინა. ეს იმ ადამიანების კომპეტენციის საკითხია, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ის არ გამოგვადგებოდა. ეს ხალხი ახლა სტადიონზეც აღარ დადის. ესაა ყველაზე საშინელი ფეხბურთში – მოდიან, ცოტა ხანს მუშაობენ და მერე სადღაც ქრებიან. სტადიონზე ვინმე უნახავთ? მე – არა. სწორედ ამ ადამიანებმა მისცეს ხმა ტრანსფერების კომიტეტზე, რომ ლოკომოტივს ხვიჩა არ სჭირდებოდა. მე ამას როგორ უნდა შევგუებოდი? მადლობა უნდა მეთქვა და თავზე ხელი გადამესვა? რა თქმა უნდა, ჩემთვის სრულიად სხვა აზრი მქონდა,” – განაცხადა სიომინმა Championat-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლიდან 2022 წლამდე თამაშობდა.
· L.J. Kiknadzem(lokomotivis mashindelma sportulma direqtorma) gaushva kvara…
· შაქრო ესა იმდენს იზავს პენსიას დაანიშნინებს,სპალეტი რომ არ ყოფილიყო ხვიჩა ესეთი არ იქნებოდა
“ამიტომ კვარაცხელიას ფანები რუსეთშიც არიან” – სიომინი ქართველი ფეხბურთელის მორიგ გაბრწყინებაზე
სიომინი: ხვიჩას წყალობით პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა
სიომინი: კვარაცხელია ბრწყინვალეა – პსჟ-ის შემდეგ ეტაპზე გასვლა კანონზომიერია
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ – ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? – პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
სიომინი: ხვიჩა პსჟ-ში უზარმაზარ როლს თამაშობს, მაგრამ გუნდს პრობლემები აქვს
“კვარასნაირი” ფეხბურთელები არ გვყავს” – დეშამმა თავი იმართლა
სიომინი: ხვიჩაზე სასაცილო თამაშგარე იყო – ვერ გავიგე, რატომ შეცვალა ლუის ენრიკემ
სიომინი: პსჟ-ს ბრწყინვალე სამეული ჰყავს და ჩემპიონთა ლიგაზე სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება – რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
