მიმდინარე კვირაში ესპანურმა სპორტულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “ბარსელონა” 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ზაგრების “დინამოს” 16 წლის გარემარბი კარდოზო ვარელას შეძენას აპირებდა. ამ ფაქტზე კომენტარი ფეხბურთელის ყოფილ კლუბ “პორტუში” გააკეთეს და პროცესს ადამიანით ვაჭრობა უწოდეს.
“პორტუს” აკადემიაში ვარელას ამომავალ ვარსკვლავად განიხილავდნენ, თუმცა კონტრაქტის განახლება ვერ მოხერხდა, ერთ დღესაც, კი მოთამაშე გაქრა და მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აგენტებმა ის ხორვატიაში, ზაგრების “დინამოში” წაიყვანეს. ამ აგენტებმა ფეხბურთელი “ბარსას” შესთავაზეს და 5-მილიონიანი გარიგების დასრულებას არაფერი აკლდა, როცა საქმეში პორტუგალიური კლუბი ჩაერთო.
Kicker-ის ინფორმაციით, “პორტუში” მოვლენების ამგვარმა განვითარებამ აღშფოთება გამოიწვია და კლუბის პრეზიდენტმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა “ბარსელონას” ოფიციალური წერილი მისწერა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ საქმე გვქონდა ადამიანებით ვაჭრობასთან, არასრულწლოვანის ექსპლუატაცისთან მესამე პირების სასარგებლოდ.
მიღებულმა პასუხმა, კი პორტუგალიელები გაახარა. “ბარსელონამ” პასუხში აღნიშნა, რომ აღარ გააგრძელებდა ტრანსფერის პროცესს, რადგან ისინიც თვლიან, რომ მსგავს პრაქტიკები არ უნდა წახალისდეს, არამე და ამგვარი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო.
პორტუგალიელებმა კატალონიელებს მადლობა გადაუხადეს. აღსანიშნავია, კლუბებს შორის გამართულ კომუნიკაციაში დადებითი როლი “ბარსელონას” დირექტორმა დეკუმ ითამაშა, რომელიც “პორტუს” რიგებში თამაშობდა.
· ლაშა ბრავო ბარსას! ყველაფერში მოწინავეა ეს გუნდი! პორტუმაც კარგი ქნა რომ ამოიღო ხმა! დინამოს აკადემიას ზუსტად ეგ პრობლემა აქვს, გაზრდის ბავშვებს და მერე ამათ უფასოდ უნდათ დაკრან ფეხი და გაქუსლონ!
“სიკვდილის მეშინოდა, ევრო 2024-ზე წასვლა არ მინდოდა” – მორატას გულახდილი საუბარი
უკვე სრულფასოვანი კონტრაქტი – “ატლეტიკომ” მუსო გამოისყიდა
ბრაზილიელმა მცველმა “ნაპოლი” საბოლოოდ დატოვა
“ბარსელონას” ახალი მეკარე ეყოლება – ტერ შტეგენი ტრანსფერზეა
“ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?” – გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
ევროპა ლიგა. III ტური: მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ლიონის” წარმატებული სერია დასრულდა
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის “რიგასი” “პაოკთან” დამარცხდა
ევროპა ლიგა. II ტური: მიქაუტაძის გარეშე – “ლიონმა” “რეინჯერსს” დამაჯერებლად მოუგო
მისი აგენტი “ბარსელონას” თავად დაუკავშირდა – ნიკო უილიამსი “ბლაუგრანას” უახლოვდება
ლუნინმა შეიძლება “რეალი” დატოვოს
იამალი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა – რა ფოტო გამოაქვეყნა ესპანელმა? [PHOTOS]
გამორჩეული ოდიშიარია და “რიგასის” საპატიო ფრე “ანდერლეხტთან” [VIDEO]
“ჩვენზე სეზონის ბოლოს ისაუბრეთ, ფეხბურთელებს წარმატების მიღწევის სჯერათ”- ტენ ჰაგი
ლევანდოვსკი ნაკრებიდან გაურკვეველი ვადით წავიდა – მან დაბრუნების პირობაც დაასახელა
