ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ქალთა 52 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის გამარჯვებული იაპონელი ძიუდოისტი უტა აბე გახდა.
უტამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება კარიერაში მეხუთედ მოახერხა, იაპონელმა ფინალში კოსოვოელი დისტრია კრასნიკი დაამარცხა.
დღეს იჭიდავა უტას ძმამ, ჰიფუმი აბემ, იგი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, ჰიფუმი სენსაციურად ტაჯიკ ობიდ ჯებოვთან დამარცხდა, აღსანიშნავია, რომ ჯებოვმა აბეს 6-წლიანი და 51 შეხვედრისნი წაუგებელი სერია დაუსრულა.
დღემდე აბეს უკანასკნელი მარცხი მის წონაში 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2 ფინალში ჯოშირო მარუიამასთან იყო.
მამაკაცთა შორის 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი იაპონელმა ტაკეში ტაკეოკამ მოახერხა, მან ფინალში ტაჯიკი ნურალი ემომალი დაამარცხა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი წარსდგა, მან პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა და მონღოლ ძიუდოისტს იპონით აჯობა, თუმცა მეორე შეხვედრაში სწორედ ტაჯიკ ნურალი ემომალთან იპონით დამარცხდა.
· L.J. Magari gogoa,cocxali legenda!!!
ბექაურმა და Მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს
“მართალია გავიმარჯვე, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი” – უტა აბე
ძიუდო ჩემპიონთა ლიგა – “გოლდენ გორი” მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველებით დაკომპლექტებულ პსჟ-სთან დამარცხდა
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო – ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ოლიმპიადის მთავარი სენსაცია – უტა აბე მედლის გარეშე დარჩა, იაპონელის ემოციები მარცხის შემდეგ [VIDEO]
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
“მართალია გავიმარჯვე, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი” – უტა აბე
მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! – დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული…
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
დღის მთავარი სენსაცია – ჰიფუმი აბე დამარცხდა
“ჰიფუმი აბეს მოვუგე, შემდეგ იაპონელები ჩამოვიდნენ და დოკუმენტური ფილმი გადაიღეს ჩემზე” – ამერიკაში მცხოვრები ქართველი ძიუდოისტის ისტორია
