პსჟ-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი „ატლეტიკოს“ 4:0 განადგურებით დაიწყო და დაამტკიცა, რომ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ცნობისათვის, „როხიბლანკო“ ფრანგულ გუნდებთან ისტორიაში პირველად დამარცხდა 4 გოლის სხვაობით. „პარი სენ ჟერმენმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 6 მატჩი საერთო ანგარიშით 21:3 მოიგო, თან 2005 წელს გატანილი 105 გოლით ტოპ 5 ლიგების ლიდერია და რა თქმა უნდა, მწვრთნელი ლუის ენრიკე კმაყოფილი გახლავთ.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ატლეტიკოსთან“ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, ბოლო 5 შეხვედრაში კი 3 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. „ეკიპი“ წერს, რომ ქართველმა „პარი სენ ჟერმენის“ გამარჯვებაში ისევ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ყველაზე მაღალი შეფასება, 8 ქულა დაიმსახურა, ხოლო ყველაზე დაბალი მადრიდელთა მცველმა კლემან ლანგლემ – 2. აღნიშნულია, რომ „კვარა“ ლამაზი გოლის გატანასთან ახლოს იყო, დაცვას ჩვეულად ეხმარებოდა და კვლავ დამაჯერებლად გაისარჯა. ერთი სიტყვით, ის უკვე ლუის ენრიკეს გუნდის საკვანძო ფეხბურთელია.
თამაშს პასადენაში 80 619 მაყურებელი დაესწრო, რაც ამ სეზონში ორივე კლუბის რეკორდია. „ალ აჰლი“ – „ინტერ მაიამიზე“ 60 927 მაყურებელი მივიდა, „ბაიერნი“ – „ოკლენდ სიტიზე“ 21 152. ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო “როუზ ბოულზე” იმყოფებოდა და ტურნირის სტარტს გამაოგნებელი წარმატება უწოდა.
· მალხაზ ჯობავა რა იყო ხალხო რატო დაალაიქეთ ეს კაცი. არ გინახიათ პატარა ბავშვები, რომ დააშავებენ რამეს, როგორ შესციცინებენ უფროსებს, დედიკოს ან მამიკოს, კა რა მოხდა, მაპატიეოოო
· მელიტონ ქანთარია ისე უყურებს კვარას, ნეტაი როდის მაკოცებსო.
