სალომე ზურაბიშვილი დღეს საფრანგეთის სენატში სიტყვით გამოვა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დღეს საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვა.
ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეხუთე პრეზიდენტი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრებს.
ამასთან, სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდება და სალომე ზურაბიშვილი სენატის წევრების კითხვებს უპასუხებს.