გიორგი ახობაძე – ცივილიზებულმა ადამიანებმა სასამართლო იმიტომ შექმნეს, რომ სამართლის დაყენება ველური წესებით აღარ მომხდარიყო – ყოველთვის „ბორინკა რადნოი“ არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ – პატრონი

ცივილიზებულმა ადამიანებმა სასამართლო იმიტომ შექმნეს, რომ სამართლის დაყენება ველური წესებით აღარ მომხდარიყო – ყოველთვის „ბორინკა რადნოი“ არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ -პატრონი, – ამის შესახებ აქციების დროს დაკავებულმა ექიმმა, გიორგი ახობაძემ, სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აქციების დროს დაკავებული პირების სახელების და გვარების გაჟღერება აუცილებელია, რადგან მათთვის ეს გამამხნევებელია.
„რაც შეეხება პროკურორებს, გამომძიებლებს, მოსამართლეებს, რომლებმაც საშუალება არ მომცეს ამ შეთითხნილი საქმის გარემოებების მხილების, მინდა მათ ასეთი რამ ვუთხრა – ცივილიზებულმა ადამიანებმა სასამართლო იმიტომ შექმნეს, რომ სამართლის დაყენება ველური წესებით აღარ მომხდარიყო. როცა სამართლის პოვნა სასამართლო დარბაზებში შეუძლებელია, ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც ამ სამართალს სხვაგან ეძებს. მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ყოველთვის „ბორინკა რადნოი“ არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი“, – განაცხადა გიორგი ახობაძემ.
ასევე, ბრალდებულმა პროკურორს მიმართა.
„სიგელი რომ გაჩუქა გაბიტაშვილმა [ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა] უკან მიაწერე ჩემი სახელი და გვარი, რადგან რამდენიმე წლის მერე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ“, – განაცხადა გიორგი ახობაძემ.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას