შალვა ოგბაიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ წარმომადგენელს ქვეყნის მოსახლეობისთვის ბოდიში დღემდე არ მოუხდია

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან ბოდიშს, ან ბოდიშისმაგვარს არ მოვისმენ, მანამ მათ დავამუნათებ, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ წარმომადგენელს ჩადენილი დანაშაულების გამო ქვეყნის მოსახლეობისთვის ბოდიში დღემდე არ მოუხდია.
„ბოდიში თქვენგან არ მომისმენია, როდესაც საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი გახდა. არც მაშინ გამიგია თქვენგან ბოდიში, როდესაც მე „შემომთავაზეს“ საავტომობილო ფედერაციის დატოვება და ქონების დათმობა, არც ჩემი შვილების წამების და არც წართმეული ქონებების გამო“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს – მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში

ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება