მოსამართლემ ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო სხდომა 23 ივნისისთვის გადადო

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლე, ჯვებე ნაჭყებიამ 23 ივნისამდე გადადო.
მისი თქმით, ჯაფარიძეს კიდევ ერთხელ მისცემს შანსს, ისარგებლოს საბოლოო სიტყვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი რამდენიმე საათის წინ დაიწყო.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჯაფარიძე სხდომას არ დაესწრებოდა.
მას სასამართლო წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავება.