რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სომეხ მოქალაქეებს, წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს წმ. გაიანეს ხსენების დღეს ულოცავს.
„სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იხსენიებს წმინდა გაიანესა და „ამხანაგთა მისთა“, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ. წმინდა გაიანე, წმინდა რიფსიმესთან ერთად, სომხეთის პირველ მოწამეებად ითვლებიან.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სომეხ მოქალაქეებს, წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს მოწამეთა ხსენების დღეს ულოცავს“,-აღნიშნულია მილოცვაში.




