სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად

უკრაინის დედაქალაქ კიევში სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 44 დაიჭრა ს ჯარების მიერ 17 ივნისს, შუაღამის შემდეგ განხორციელებული მასირებული შეტევის შედეგად.
ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ დილის რვა საათის შემდეგ ტელეგრამ-არხებით გაავრცელეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ და ს საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ. მანამდე ოფიციალურად ცნობილი იყო, რომ კიევში 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
დანგრეული და დაზიანებულია სახლები, კიევის საავიაციო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები.
რუსეთის ჯარებმა ს უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით შეუტიეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 6 ადამიანი დაშავდა ოდესის ოლქში, 1 – კიევის ოლქში და 1 – ჩერნიგოვის ოლქში.
კლიმენკოს ცნობით, კიევის სხვადასხვა რაიონში, 27 ადგილზე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
ფორუმი