იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სახლი, თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის შენობის სახურავზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„პერიოდულად სხვადასხვა საინფორმაციო არხების საშუალებით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლის სახურავთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ 2023 წლის აგვისტოდან თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლის სახურავზე დაიწყო გეგმური სარემონტო სამუშაოები, რომელიც გაგრძელდება 8 თვის განმავლობაში.
სამუშაოების მანძილზე შეიცვლება სახურავის ერთი ნაწილის ზედა და ქვედა მოპირკეთება, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიგნით არსებულ მცირე ლითონ-კონსტრუქციებს. აღნიშნულ გეგმურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს არანაირი კავშირი არ აქვს ბუნებრივ სტიქიებთან. სამუშაოების დაწყებამდე, წინასწარ მოეწყო დასაქმებულთა შრომის, ასევე, გამვლელთა უსაფრთხოების ზომები“, – აღნიშნულია განცხადებაში.