პეტერ ფიშერი – ევროკავშირი „ერთიანია მრავალფეროვნებაში“, საკუთარი კულტურისა და ტრადიციების დათმობა არავის უწევს, თუმცა გასაწევრიანებლად აუცილებელია ევროკავშირის კანონები მიიღოთ

ევროკავშირი „ერთიანია მრავალფეროვნებაში“, საკუთარი კულტურისა და ტრადიციების დათმობა არავის უწევს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ქართველ და უკრაინელ მოსწავლეებთან ერთად, რომლებიც სწავლობენ ევროკავშირისა და ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ. ევროკავშირი „ერთიანია მრავალფეროვნებაში“. საკუთარი კულტურისა და ტრადიციების დათმობა არავის უწევს. თუმცა, კავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელია ევროკავშირის კანონები მიიღოთ. ბავშვებს უყვართ ეს იდეალები და მათზე გიჟური ანტიევროპული პროპაგანდა გავლენას არ ახდენს“, – წერს პეტერ ფიშერი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას