ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ დაწესებული სანქციები 2026 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივა.
„ევროკავშირი არ აღიარებს და კვლავ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევას“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
ევროკავშირის მიერ 2014 წლის ივნისში დაწესებული სანქციები უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან ევროკავშირში საქონლის იმპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების აკრძალვას მოიცავს.
ასევე, ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ექვემდებარება გარკვეული ტიპის საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში სატრანსპორტო, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორებში მოქმედი კომპანიებისთვის და ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მოსაპოვებლად და საწარმოებლად საჭირო აღჭურვილობის მიწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს