ისრაელმა თეირანში ირანის სახელმწიფო ტელევიზიის შენობა დაბომბა

ისრაელმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის შენობა დაბომბა მას შემდეგ, რაც ირანმა ტელევიზიის ევაკუაციის ბრძანება გასცა. ს თავდაცვის ძალების განცხადებით, შენობაში სამხედრო აღჭურვილობა იყო დამალული, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება მეოთხე დღეს გრძელდება. ორივე მხარეს იზრდება მსხვერპლი, ხოლო საერთაშორისო მოწოდებები მოლაპარაკებებისკენ კვლავ არ გაუთვალისწინებიათ.
13 ივნისს ისრაელმა სპეცოპერაცია „Rising Lion“ დაიწყო და ირანულ სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს მასშტაბურად დაესხა თავს. დაიღუპა რამდენიმე გენერალი და ბირთვული მეცნიერი.
ირანმა საპასუხოდ დრონებით შეუტია ისრაელის ქალაქებს, მათ შორის თელ-ავივისა და ჰაიფას, რის შედეგადაც 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა და 100-ზე მეტი დაშავდა.
15 ივნისს, ამ ორმა ქვეყანამ საჰაერო თავდასხმები გააგრძელა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი არ ცდილობს კონფლიქტის გაფართოებას ისრაელთან და მზად არის შეწყვიტოს სარაკეტო თავდასხმები, თუ ისრაელი აგრესიას შეაჩერებს.
მიუხედავად ამისა, მისივე თქმით, არსებობს „დაცვის ზემდგომი აუცილებლობა“, რის გამოც ირანი დაიცავს თავის ტერიტორიას და სერიოზულ პასუხს გასცემს პროვოკაციებს.
იმავე დღეს -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელსა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება უნდა დაიდოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – ცივილიზებულმა ადამიანებმა სასამართლო იმიტომ შექმნეს, რომ სამართლის დაყენება ველური წესებით აღარ მომხდარიყო – ყოველთვის „ბორინკა რადნოი“ არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ – პატრონი