დონალდ ტრამპი – ირანი ამ ომს ვერ იგებს – მათ საუბარი სურთ, მაგრამ ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ

ირანი ამ ომს ვერ იგებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, კანადის პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„მათ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ და ეს ორივე მხარისთვის მტკივნეულია, მაგრამ ვიტყოდი, რომ ირანი ამ ომს ვერ იგებს და მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ, სანამ გვიანი არ არის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ირანს საომარი მოქმედებების დეესკალაციის შესახებ მოლაპარაკებები სურს.
„დიახ, მათ საუბარი სურთ, მაგრამ ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.