თელავის საკრებულოში ხელჩართული ჩხუბი იყო | “ოცნებამ” ბიუჯეტი დაამტკიცა და ხელფასები გაიზარდა

თელავის საკრებულოში სხდომა ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
დაპირისპირების მიზეზი კი ის გახდა, რომ სხდომაზე პრორუსული “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა, ლევან კოჭლოშვილმა დეპუტატებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიულოცა, რაც ენმ-ის დეპუტატმა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ მას ევროპულ მომავალზე საუბრის უფლება არ ჰქონდა. ხელჩართული ბრძოლა საკრებულოს სხდომაზე 2- ჯერ განმეორდა და დერეფანშიც გადაინაცვლა.
სხდომაზე კი 2024 წლის ბიუჯეტი “ოცნებამ” ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მიიღო. 10%-ით გაიზარდა თელავის მერის, საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვა საჯარო მოხელეების ხელფასი.