-ის საელჩო უაით ტოლკესა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში -ის საელჩო უფროსი მრჩევლის უაით ტოლკესა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისშეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
აშშ-ის საელჩო აღნიშნავს, რომ შეხვედრა აშშ-საქართველოს ურთიერთობების განხილვის მიზნით შედგა.
ამასთან, განცხადებაში აღინიშნება, რომ აშშ-მა ნათლად განაცხადა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას იმის საჩვენებლად, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი.
„დღეს, ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკე აშშ-საქართველოს ურთიერთობების განხილვის მიზნით საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს შეხვდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკის ინტერესების განვითარების მიზნით, საქართველოსთან მისი მიდგომის გადახედვას აგრძელებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნათლად განაცხადა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას იმის საჩვენებლად, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…